Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი შაშკინი დღეს ოპოზიციას შეხვდება


საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავს. ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას, სამ საკითხზე აწარმოოს ოპოზიციასთან დიალოგი: მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაძლევა და სამუშაო ადილები; ქვეყნის უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესების დაცვა; დემოკრატიული პოლიტიკური რეფორმის გატარება. არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი არ მიიღებენ მოლაპარაკებაში მონაწილეობას. მათი შეფასებით, ხელისუფლებასთან დიალოგს მხოლოდ ერთ შემთხვევაში აქვს აზრი - თუ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადადგება. შეხვედრაში მონაწილეობას აპირებენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. გუშინ, შაშკინი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა და მათ ხელისუფლების წინადადებები გააცნო.
XS
SM
MD
LG