Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გაფართოება, რუსეთის შეფასებით, დესტაბილიზაციას გამოიწვევს


რუსეთმა დღეს კვლავ განაცხადა, რომ ნატოს გაფართოება, კერძოდ, ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება ევროპაში სერიოზულ დესტაბილიზაციას გამოიწვევს. მოსკოვში, ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა, რომ ნატოსთან დაახლოების პოლიტიკამ უბიძგა თბილისს აგვისტოს სამხედრო აგრესიისკენ. რაც შეეხება უკრაინას, რუსი დიპლომატი მიიჩნევს, რომ ალიანსთან მისი დაახლოება ქვეყანაში სიტუაციას დაძაბავს, რადგან მოქალაქეთა დიდი ნაწილი ნატოში უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგება.
XS
SM
MD
LG