Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სხეფერი: ნატო მხარს უჭერს ტერიტორიულ მთლიანობას


ნატოს გენერალური მდივნის, იაპ დე ჰოოპ სხეფერის განცხადებით, ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ნატოს ახალგაზრდულ სამიტზე სახელწოდებით “ნატო 2020-ში: როგორია მომავალი"? სხეფერმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორის ნაწილებია და ამ საკითხის მოსაგვარებლად აუცილებელია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. სხეფერმა ასევე თქვა: “მეთვალყურეების დაშვების საკითხი, რუსეთის მიერ სამხეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება, სამხედრო ბაზების მშენებლობის განზრახვა, - ყოველივე ეს რუსებთან ერთად უნდა განვიხილოთ და ამავე დროს, როგორც იცით, ჩვენ ვაღრმავებთ თანამშრომლობას საქართველოსთან ნატო - საქართველოს კომისიის ფარგლებში”.
XS
SM
MD
LG