Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერს დუბაიში მკვლელობასთან კავშირში ადანაშაულებენ


დუბაის პოლიციამ ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერი ადამ დელიმხანოვი დაადანაშაულა ყოფილი ჩეჩენი სარდლის, სულიმ იამადიევის მკვლელობასთან კავშირში. დუბაის პოლიციის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ დაჰი ხალფან ტამიმის განცხადებით, მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანილია 6 ადამიანი, მათ შორის ორის - ერთი ირანელის და ერთი ტაჯიკის - დაკითხვას აწარმოებენ. იამადიევი, რომელიც ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის ოპონენტი იყო, გასულ კვირაში მოკლეს დუბაიში. გასული წლის სექტემბერში კი მოსკოვში მოკლეს იამადიევის ძმა რუსლანი.
XS
SM
MD
LG