Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგები დაამტკიცეს


მოლდავეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაამტკიცა კვირას ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები. შედეგების მიხედვით კომუნისტურმა პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში მოიპოვა 60 მანდატი რომელიც საკმარისია მომავალი პრეზიდენტის ასარჩევად.

კიშინოვში ამჟამად სიმშვიდია, კომუნისტი პრეზიდენტის ვლადიმირ ვორონინის ხელისუფლება სამთავრობო უწყებებს სრულფასოვნად აკონტროლებს.

საპროტესტო გამოსვლები კიშინოვში საპარლამენტო არჩევნებში კომუნისტების გამარჯვების გამო ორშაბათს დაიწყო და მასობრივ არეულობებში გადაიზარდა. პრეზიდენტმა სამთავრობო დაწესებულებებზე კონტროლის აღდგენა პოლიციის ძალით შეძლო.
XS
SM
MD
LG