Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერაბიშვილი: პოლიცია გაძლიერებულად იცავს სახელმწიფო დაწესებულებებს


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაზარმული მდგომარეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ პოლიცია ჩვეული რეჟიმით მუშაობს. პირადად შს-თა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სააგენტო რეიტერს განუცხადა, რომ თუ მიტინგის მონაწილეების სიცოცხლეს რაიმე საფრთხე არ შეექმნება, პოლიცია საპროტესტო აქციებში არ ჩაერევა. მისივე ინფორმაციით, პოლიცია გაძლიერებულად მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებს იცავს, რათა შესაძლო რადიკალური მოქმედება აღკვეთოს. მერაბიშვილის განცხადებით, თუ აქციის მონაწილეები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ, პროტესტის გამოხატვა იმდენ ხანს შეუძლიათ, რამდენიც თავად სურთ. შს-თა მინისტრმა საქართველოში ახალი რევოლუციის შანსი გამორიცხა
XS
SM
MD
LG