Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტერ სემნები ხელისუფლებასა და ოპოზიციას დიალოგის გამართვას ურჩევს


სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლის პეტერ სემნების განცხადებით, საქართველოს დღეს აქვს კარგი შესაძლებლობა, შეიცვალოს ამ ქვეყანაში პრობლემების ქუჩაში გადაჭრის გზა და თუ პოლიტიკური ძალები პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას შეძლებენ, ამით საქართველო მხოლოდ მოიგებს. რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში სემნებიმ აღნიშნა, რომ ყველა მხარეს კარგად ესმის, რა დევს სასწორზე - ეს არის საქართველოს მომავალი. სემნების აზრით, დემონსტრანტებმა დროებით უარი უნდა თქვან პრეზიდენტის დაუყოვნებელი გადადგომის მოთხოვნაზე, რათა დიალოგის გამართვა შესაძლებელი გახდეს. "არ ვამბობ, რომ მათ ამ მოთხოვნაზე უარი უნდა თქვან," - აღნიშნა ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა. - "ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ეს ლეგიტიმური უფლებაა - წამოაეყენო პოლიტიკური მოთხოვნა კონსტიტუციურ ჩარჩოებში. მაგრამ დიალოგის უზრუნველყოფას ხელს ვერ შეუწყობს, უპირველეს მიზნად გქონდეს მოლაპარაკებაში შენი პარტნიორის დაუყოვნებელი წასვლა თანამდებობიდან”.
XS
SM
MD
LG