Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საზოგადოებრივი დამცველი": მიტინგების მონაწილეებს 50-ჯერ დაესხნენ თავს


არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის მიერ შექმნილმა "საზოგადოებრივმა დამცველმა" გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, მიტინგის მონაწილეებზე 50-მდე თავდასხმა განხორციელდა. ნაცემია 13 დემონსტრანტი. დღესვე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა თბილისში დააფუძნეს საზოგადოება "ერთად" და განაცხადეს, რომ წესრიგის დასაცავად სამოქალაქო პატრულირებას 24 საათის განმავლობაში განახორციელებენ.
XS
SM
MD
LG