სომალის პარლამენტის უმრავლესობა მიემხრო ამ ქვეყანაში ისლამური კანონის, შარიათის შემოღებას. ოფიციალური პირების თანახმად, გადაწყვეტილების მიზანია, დააშოშმინოს მძაფრი ხაზის მომხრე ისლამისტები, რომლებიც სამოქალაქო ომს მიმართავენ 1991 წლის შემდეგ. ისლამისტებმა შარიათის შემოღება ომის დასრულების პირობად წამოაყენეს.