Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თავდასხმა მოხდა პოლიციის საგუშაგოზე


ავღანეთის დასავლეთში, ფარაჰის პროვინციაში, რამდენიმე ათეული მეამბოხე თავს დაესხა პოლიციის საგუშაგოს და ხუთი ოფიცერი დახოცა. თალიბანის წარმომადგენლის ინფორმაციით, მისმა ძალებმა წაიღეს იარაღი და ტყვია-წამალი პოლიციის საგუშაგოდან. ლოგარის პროვინციაში, ნატოს ცნობით, სამი მეამბოხე იქნა მოკლული. ავღანური მხარის ცნობით, ეს სამი პირი მოქალაქეები არიან.
XS
SM
MD
LG