Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 ქვეყანა ბოიკოტს უცხადებს რასიზმის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციას


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ითანამშრომლებს გაეროსთან რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქვეყანა ბოიკოტს უცხადებს ჟენევის შეხვედრას. ნიდერლანდი და ავსტრალია შეუერთდნენ აშშ-ის, ისრაელის და კანადის ბოიკოტს, რომელსაც ისინი უცხადებენ გაეროს რასიზმის პრობლემებისადმი მიძღვნილ კონფერენციას. კონფერენცია ხვალ გაიხსნება ჟენევაში. ხუთი ქვეყანა აცხადებს, რომ ისინი შიშობენ, კონფერენცია გამოყენებული იქნება ანტიისრაელური და ანტიდასავლური მიზნებისთვის. პარიზში მოქმედმა “ებრაელთა კონგრესმა” ბოიკოტისკენ მოუწოდა ევროპის კავშირის სახელმწიფოებს. გაეროს მიერ ორგანიზებული ფორუმის მიზანია, წინა, სამხრეთ აფრიკაში მოწყობილი ასეთი შეხვედრის დროინდელი განაწყენების გამოსწორება. აშშ-მა და ისრაელმა 2001 წლის კონფერენცია დატოვეს, რადგან არაბულ სახელმწიფოებს სურდათ, სიონიზმი რასიზმად შეფასებულიყო.
XS
SM
MD
LG