Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ყირგიზეთში დამატებით თვითმფრინავებს განალაგებს


კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ნიკოლაი ბორდიუჟა აცხადებს, რომ მოსკოვი ყირგიზეთში არსებულ თავის საჰაერო ბაზაზე სამხედრო თვითმფრინავების რაოდენობას გაზრდის. ყირგიზეთში ვიზიტისას ბორდიუჟას არ დაუზუსტებია დამატებით რამდენი თვითმფრინავის განლაგებას გეგმავს რუსეთი ყირგიზეთში, ბიშკეკის გარეთ, შეერთებული შტატების ბაზასთან ახლოს მდებარე ბაზაზე. შეგახსენებთ, თებერვალში ყირგიზეთმა ვაშინგტონს ექვსი თვე დაუწესა მანასის ბაზის დასახურად, რომელიც ასრულებს მნიშვნელოვან როლს ავღანეთში მიმდინარე ოპერაციის უზრუნველყოფაში.
XS
SM
MD
LG