Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შრი ლანკის არმიის ცნობით, 50 ათასი კაცი გაიქცა ქვეყნის ჩრდილოეთიდან


შრი ლანკის არმია იუწყება, რომ 50 ათასი მოქალაქე გაიქცა ქვეყნის ჩრდილოეთიდან, საომარი არეალიდან, რადგან არმია იწყებს თამილი მეამბოხეების წინააღმდეგ გადამწყვეტ იერიშს. თამილმა მეამბოხეებმა ბრალად დასდეს არმიას მოქალაქეთათვის განუკითხავად ცეცხლის დაშენა. თავის მხრივ თამილ მეამბოხეებს არმია აბრალებს, რომ ისინი ხელს უშლიან მოქალაქეებს დატოვონ ომის არეალი. მეამბოხეები უკვე ორი ათწლეული იბრძვიან ქვეყნის ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში თამილთა უმცირესობის ტერიტორიის გამოყოფისთვის.
XS
SM
MD
LG