Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში საკნების მასშტაბური მშენებლობა დაიწყო


ოპოზიციის გეგმის მიხედვით, თავისუფლების მოედნიდან პარლამენტის შენობამდე საკნების ქალაქი უნდა გაშენდეს. პროცესი უკვე დაწყებულია, საკნების რიცხვი სწრაფად იზრდება მერიის შენობის წინ. დღესვე საკნების ალყაში მოექცევა პარლამენტის შენობა; ხვალ კი, საკნების ქალაქი წრეს კანცელარიის შენობას შემოარტყამს. 23 აპრილიდან საკნების ალყაში სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიც მოექცევა. ოპოზიციის სამოქმედო გეგმები რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მომიტინგეებს 21 აპრილს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ გააცნო. ოპოზიციის ლიდერთა განცხადებით, 21 აპრილიდან საქართველოში საპროტესტო აქციების ახალი ტალღა დაიწყო, რომელიც გაგრძელდება პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომამდე. დედაქალაქში მიმდინარე აქციებს 21-22 აპრილს თანდათან შემოუერთდებიან მომიტინგეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ხალხის ჩამოსაყვანად რეგიონებში სპეციალურად გაემგზავრა ოპოზიციონერთა რამდენიმე ჯგუფი. დაახლოებით 5-ის ნახევარზე მომიტინგეთა წინაშე წარსდგა გია გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი, რომელმაც დროებით დატოვა ტელეკომპანია ”მაესტროს” მე-5 საკანი და საკნების ქალაქის მშენებლობის აქციას ჩაუდგა სათავეში.
XS
SM
MD
LG