Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოდან სომხეთში გაზის ტრანზიტი დროებით შეწყდება


ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის ერთ-ერთ უბანზე ჩატარებული სამუშაოების შემდეგ მისი მაგისტრალთან მიერთება უნდა მოხდეს. კორპორაციაში ვარაუდობენ, რომ მეზობელ ქვეყანში ბუნებრივი გაზის მიწოდება 26 აპირილს, დილიდან განახლდება. ქართულმა მხარე სომხეთს ტრანზიტის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე მიაწოდა. ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები “ათასწლეულის ფონდის” ენერგოუსაფრთხოების პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
XS
SM
MD
LG