Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომიტინგეთა საავტომობილო კოლონები დედაქალაქში შევიდნენ


საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული ხალხის მისვლას თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე წუთი-წუთზე ელოდებიან. გეგმის მიხედვით, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართვლოდან ჩამოსული მომიტინგეები საპროტესტო აქციას ერთდროულად შეუერთდებიან. ბოლო ინფორმაციით, ისინი უკვე შემოვიდნენ დედაქალაქში. დღეს დილიდან მომიტინგეთა ავტომანქანების კოლონები საქართველოს არაერთი ქალაქიდან და რაიონული ცენტრიდან დაიძრა; მათ შორის არის - ბათუმი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური, ფოთი, წალენჯიხა, მარტვილი, აბაშა, ზესტაფონი, ტყიბული, ჭიათურა, საჩხერე, თერჯოლა, დუშეთი, ყაზბეგი, თელავი, გურჯაანი, საგარეჯო და ასე შემდეგ. ამ წუთებში ხალხმრავალი მიტინგი გრძელდება რუსთაველის გამზირზე. გადაკეტილია თავისუფლების მოედანიც.
XS
SM
MD
LG