Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთელ მსოფლიოში ცდილობენ, შეაჩერონ ღორის გრიპის გავრცელება


მთელი მსოფლიოს ჯანდაცვის სამსახურების თანამშრომლები ცდილობენ დაადგინონ ღორის გრიპის ახალი ტიპის ვირუსის გავრცელების მასშტაბები. ამ სნეულებით, რომელმაც მექსიკაში იჩინა თავი, უკვე, სულ ცოტა, 81 ადამიანი გარდაიცვალა და, სავარაუდოდ, ათასზე მეტი დაავადდა. შეერთებულ შტატებში ჯანდაცვის ოფიციალური წარმომადგენლების თანახმად, ღორის გრიპით 11 ადამიანი დაავადდა. ყველა მათგანი განიკურნა ან განკურნების გზაზეა. ახალ ზელანდიაში დღეს შემოწმებას გადის 25 მოსწავლე და მასწავლებელი, რომლებიც მექსიკიდან დაბრუნდნენ. საფრანგეთში ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნაპოვნია ღორის გრიპით დაავადების ორი სავარაუდო შემთხვევა მექსიკიდან დაბრუნებულთა შორის.
XS
SM
MD
LG