Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო განათლების ხელშესაწყობად ბათუმში ბიბლიოთეკა გაიხსნა


სამოქალაქო განათლების დონის გასაუმჯობესებლად ბათუმში ბიბლიოთეკას ადგილობრივი უნივერსიტეტის სტუდენტები ჯერ კიდევ ოფიციალურ პრეზენტაციამდე აკითხავდნენ. როგორც ომბუდსმენის ოფისთან არსებული სამოქალაქო განათლების ცენტრის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელმა მირანდა ჩარკვიანმა მითხრა, საგანგებოდ ორგანიზებულ დისკუსიებშიც, როგორც წესი, მინიმუმ 20 ადამიანი მონაწილეობდა, რაც, მისივე შეფასებით, სამოქალაქო განათლებისადმი ინტერესს ადასტურებს. თუმცა მირანდა ჩარკვიანი იმ მოსაზრებასაც ეთანხმება, რომ 2003-2004 წლებიდან საქართველოში სამოქალაქო განათლების დონემ იკლო. ამის ერთ-ერთ მიზეზად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დამისახელა „დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა ვაჟა მეგრელიძემ. მისი დაკვირვებით, დღეს სამოქალაქო განათლებისთვის საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ სცალია, რადგან ადამიანების მთავარი საზრუნავი ელემენტარული შემოსავლის მოძიებაა. სამოქალაქო განათლების დონის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად არასამთავრობოდან სახელმწიფო სექტორში კვალიფიციური კადრების გადანაცვლებას მიიჩნევს „ჟურნალისტთა თავისუფალი სახლის“ იურისტი ასლან ჭანიძე. მისივე შეფასებით, მესამე სექტორის დარჩენილ, ჯანსაღ ნაწილს კი მხარდაჭერა აღარ აქვს მასმედიისგან, რომელმაც პრიორიტეტები შეიცვალა. არადა, როგორც სამოქალაქო განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა კახა გაბუნიამ მითხრა, მასმედიის მოქმედებასა და მისი თავისუფლების ხარისხზეა დამოკიდებული სამოქალაქო განათლების დონის გაზრდაც. თავად სახალხო დამცველის ოფისი ამას ერთ-ერთ მთავარ მიზნად და პრიორიტეტად აცხადებს.
XS
SM
MD
LG