რომის პაპი ბენედიქტე XVI ცენტრალურ იტალიაში მდებარე აბრუცოს რეგიონს ეწვია სამი კვირის წინანდელი ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლისადმი სოლიდარობის გამოსახატად. პაპი თავდაპირველად გაჩერდა სოფელ ონაში, რომელიც ბიძგებმა 6 აპრილს, ფაქტობრივად, მიწასთან გაასწორა, შემდეგ კი ქალაქ ლ'აკვილაში ჩავიდა - ლ'აკვილა იყო იტალიაში ბოლო სამი ათწლეულის უძლიერესი მიწისძვრის ეპიცენტრი. სტიქიურმა უბედურებამ 300-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უსახლკაროდ დატოვა 65 000-მდე ადამიანი.