რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა უარყო ცნობა, რომ რუსეთს ბულგარეთთან უთანხმოება აქვს რუსეთის გეგმის გამო, გაიყვანოს ახალი გაზსადენი, რომლითაც ევროპას რუსეთიდან მიეწოდება გაზი. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებს მოჰყავთ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან, სერგეი სტანიშევთან შეხვედრის შემდეგ პუტინის ნათქვამი, რომ შეთანხმება გაზსადენის შესახებ გაფორმდება ორ კვირაში. ადრე ბულგარეთის პრეზიდენტმა, გეორგი პარვანოვმა თქვა, რომ სამხრეთის ნაკადის გამო მოსკოვსა და სოფიას შორის “ინტრესთა შეტაკება” მოხდა.