Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო და რუსეთი ოფიციალურად განაახლებენ ურთიერთობებს


ნატოს გენერალური მდივნის, იაპ დე ჰოოპ სხეფერის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და მოსკოვი დღეს ოფიციალურად განაახლებენ დიალოგს, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეწყდა. სხეფერმა ეს განცხადება გააკეთა ნატოს 28 წევრისა და რუსეთის ელჩების შეხვედრის წინ, რომელსაც ბრიუსელი მასპინძლობს. ეს შეხვედრა შეამზადებს მინისტრების შეხვედრას ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში, რომელიც ასევე ბრიუსელში გაიმართება 19 მაისს.
XS
SM
MD
LG