Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში ღორის გრიპით ინფიცირებულთა რიცხვმა რვაასს მიაღწია


კანადაში ღორის გრიპის ვირუსი გადაედო ადამიანიდან ღორების კოლტს. ეს, კანადის სურსათის უწყების თანახმად, პირველი ასეთი შემთხვევაა. დღეს საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოში ახალი ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მიაღწია რვაასს. მათგან 20, სასიკვდილო შედეგით დასრულდა, 19 ადამიანი მექსიკაში დაიხოცა, 1- აშშ-ში. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება, რომ გრიპის ვირუსი ღორის ხორცისთვის თითქმის არც ერთი ფორმით არ წარმოადგენს ხიფათს. გერმანიაში და იტალიაში გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა ახალი შემთხვევები გაჩნდა. გერმანიაში ინფიცირებულია რვა ადამიანი. ევროპაში ყველაზე მეტი შემთხვევა ესპანეთშია - 40. აშშ-ში ღორის გრიპი 30 შტატშია დადგენილი. სულ მსოფლიოში, ახალი გრიპის ვირუსი გავრცელებულია 18 ქვეყანაში.
XS
SM
MD
LG