Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს, ცხინვალის ხელისუფლების, რუსეთისა და ევროკავშირის წარმომადგენელთა შეხვედრა ჩაიშალა


კონფლიქტის ზონაში ინციდენტების პრევენციის მიზნით საქართველოს, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის და რუსეთის წარმომადგენლების და საერთაშორისო მეთვალყურეთა შეხვედრის მეორე რაუნდი, რომელიც დღეს სოფელ ტირძნისში უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. საქართველოს შსს-ს განცხადებით, ჟენევის ფორმატით შეთანხმებული შეხვედრა ოსურმა და რუსულმა მხარეებმა ჩაშალეს. თავის მხრივ, მოსკოვი და ცხინვალი შეხვედრის ჩაშლაში თბილისს ადანაშაულებენ. ამავე ფაქტის გამო საქართველოში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრა გადაიდო, რადგამ ერთმა მხარემ შეცვალა წინა კონსულტაციისას, 23 აპრილს გამოთქმული პოზიცია მეორე შეხვედრის ადგილის თაობაზე. ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია იმედს გამოთქვამს, რომ დღეს ჩაშლილი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება. მისიის დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ მეთვალყურეები ქართული პოლიციის და შეიარაღებული ძალების საქმიანობის მონიტორინგს განაგრძობენ და მათ მიერ შეთანხმების საწინააღმდეგო მოქმედება არ დაუფიქსირებიათ
XS
SM
MD
LG