Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმფრინავის სკანდალის გამო ობამას ადმინისტრაცია მაღალჩინოსანმა დატოვა


ნიუ-იორკის თავზე საპრეზიდენტო თვითმფრინავის მიერ შესრულებული გადაფრენის და ამით გამოწვეული პანიკის გამო, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დატოვა. ოფიციალური წყაროების თანახმად, ობამამ ხელი მოაწერა თეთრი სახლის სამხედრო ოფისის დირექტორის, ლუის კალდერას გადადგომის განცხადებას. თეთრ სახლში გავრცელებულ ანგარიშში საპრეზიდენტო თვითმფრინავის მიერ 27 აპრილს შესრულებული ფრენის ნაკლოვანებები კალდერას დაბრალდა. თვითმფრინავმა, რომელსაც უკან სამხედრო F-16 მიჰყვებოდა, თავისუფლების ქანდაკებას და მანჰეტენის საფინანსო რაიონს ჩაუფრინა, რამაც მოსახლეობაში 11 სექტემბრის მოგონებები აღძრა. რამდენიმე ოფისში ევაკუაცია განხორციელდა. ოფიციალური წყაროების თანახმად, ფრენის მიზანი საპრეზიდენტო თვითმფრინავისთვის ფოტოების გადაღება იყო, და ის მთავრობას დაახლოებით 330,000 დოლარი დაუჯდა.
XS
SM
MD
LG