Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჰრეინში სიკვდილი მიუსაჯეს ოთხ დემონსტრანტს


ბაჰრეინში სამხედრო ტრიბუნალმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ოთხ და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა სამ მამაკაცს, გასული თვის საპროტესტო აქციების დროს პოლიციელის მკვლელობისათვის. შვიდივე მსჯავრდებული დახურულ პროცესზე გაასამართლეს განზრახ მკვლელობაში ბრალდების საფუძველზე. ბაჰრეინის სამეფოში თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყო მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლები, რომლებსაც სათავეში ედგა შიიტური ოპოზიცია. ქვეყნის მართვის სადავეები კი სუნიტების ხელშია. დემონსტრაციების წინააღმდეგ მიმართულმა ზომებმა, სულ ცოტა, 20 ადამიანი შეიწირა. მარტში ბაჰრეინში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რის შემდეგაც, უფლებადამცველების ინფორმაციით, ოპოზიციის ასობით აქტივისტია დაკავებული, უმეტესწილად შიიტები.
XS
SM
MD
LG