Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში იმყოფება კშიშტოფ ლისეკი


თბილისში იმყოფება საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის მომხსენებლი კშიშტოფ ლისეკი, რომელიც უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა სამინისტროს და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, აშშ-ის ელჩს და სახალხო დამცველს. კშიშტოფ ლისეკი ევროპარლამენტისთვის ამზადებს მოხსენებას, რომელმაც უნდა ასახოს საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა, უსაფრთხოების საკითხები და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებული ვითარება. დღის ბოლომდე ევროპარლამენტის მომხსენებელი შეხვდება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს.
XS
SM
MD
LG