Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ქორწინდებიან პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი


დღეს ლონდონში პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილი გაიმართება. ქორწილში მსოფლიოს 46 სამეფო ოჯახია მიპატიჟებული. მიწვეულ სტუმართა შორის მსოფლიოს 50 სახელმწიფოს პირველი პირებიც არიან. ქორწილში დაპატიჟებულ 2 000 ადამიანს შორის არიან ასევე სამეფო წყვილის მეგობრები, ცნობილი ადამიანები და პოლიტიკოსები. ქორწილის ცერემონიალის სანახავად ლონდონში 600 000-ზე მეტი კაცია ჩასული, ხოლო მის ტელეტრანსლაციას მსოფლიოს მაშტაბით 2 მილიარდამდე მაყურებელი ნახავს. საქორწინო ცერემონიალი ადგილობრივი დროით 11:00 საათზე დაიწყება და 75 წუთს გასტანს, რის შემდეგაც სამეფო კორტეჟი ბუკინგემის სასახლეში გაემართება.
XS
SM
MD
LG