Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიიდან იუწყებიან მასობრივი საპროტესტო აქციების შესახებ


გავრცელებული ინფორმაციით, სირიის რამდენიმე ქალაქში ათასობით ადამიანი მონაწილეობს აქციებში დემოკრატიზაციის მოთხოვნით და პროტესტს გამოთქვამს დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების გამო. ცნობებით, რომლებიც სამხედრო ოფიციალური პირების და უფლებადამცველების განცხადებებს ეყრდნობა, სულ ცოტა, ოთხი ჯარისკაცი და შვიდი სამოქალაქო პირი დაიღუპნენ ქალაქ დარააში საპროტესტო გამოსვლების დროს მომხდარ შეტაკებებში. თვითმხილველები, ოპოზიციის აქტივისტები და უფლებადამცველები იუწყებიან აქციებზე დამასკის გარეუბნიდან, ცენტრალური სირიის ქალაქ ჰომსიდან და ზღვისპირა ქალაქ ბანიასიდან, ისევე როგორც ცენტრალური სირიიდან. გავრცელებული ინფორმაციით, უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს ზღვისპირა ქალაქ ლატაკიაში. აქტივისტები დღეისთვის გეგმავდნენ „რისხვის დღეს“ მეჩეთებში პარასკევის ლოცვის შემდეგ მაშინ, როცა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი სულ უფრო მკაცრ რეპრესიებს მიმართავს დემონსტრანტების წინააღმდეგ. სირიაში დაფუძნებული ერთ-ერთი უფლებადამცავი ორგანიზაციის შეფასებით, უშიშროების ძალებს 500-ზე მეტი ადამიანი ჰყავთ დახოცილი დემონსტრაციების დაწყების შემდეგ.
XS
SM
MD
LG