Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ოთხი ადამიანი შეიწირა აფეთქებამ, რომელიც 12 წლის ბიჭმა მოაწყო


ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ოთხი სამოქალაქო პირი შეიწირა აფეთქებამ, რომელიც 12 წლის თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო. დაიჭრა ათზე მეტი ადამიანი. მოზარდმა იერიში განახორციელა აღმოსავლეთში მდებარე პაქტიკის პროვინციაში, რომელიც პაკისტანის საზღვრის მახლობლად მდებარეობს. ავღანეთში ბოლო კვირებში გახშირდა თვითმკვლელთა თავდასმხები მაშინ, როცა ავღანეთის ჯარები ემზადებიან ივლისიდან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის მრავალეროვანი ჯარებისაგან ჩასაბარებლად. თალიბანს ნათქვამი აქვს, რომ დღეიდან იწყებს საგაზაფხულო იერიშს და სამოქალაქო პირებს აფრთხილებს, თავი აარიდონ საჯარო თავშეყრის ადგილებს და სამხედრო ობიექტებს.
XS
SM
MD
LG