Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქტივისტების განცხადებით, სირიაში ასობით ადამიანი დააპატიმრეს


აქტივისტების განცხადებით, დღეს სირიელი ჯარისკაცები ისროდნენ ქალაქ დერააში, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ელ-ასადის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლების ეპიცენტრია. აქტივისტები აცხადებენ ასევე, რომ სირიის ჯარების ოპერაციაში ტანკებიც მონაწილეობდნენ და რომ ასობით ადამიანია დაპატიმრებული სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის დერაასა და დამასკში. მმართველი რეჟიმის მოწინააღდმეგეები ახალი დემონსტრაციებისაკენ მოწოდებით გამოდიან. გავრცელებული ინფორმაციით, შაბათს დერააში ექვსი სამოქალაქო პირი დაიღუპა. უფლებადამცავი ორგანიზაციების მონაცემებით, 580-ს აჭარბებს იმ პირთა რიცხვი, რომლებიც სირიაში 15 მარტს საპროტესტო გამოსვლების დაწყების შემდეგ არიან მოკლული. სირიაში დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები დღეს მკაცრად დაგმო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა, რომელიც მიზანშეწონილად მიიჩნევს დამასკზე ზეწოლის გაძლიერებას. ევროკავშირი ამზადებს სანქციებს, მათ შორის შეიარაღების ემბარგოს.
XS
SM
MD
LG