Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადაფის ჯარები ცეცხლს უშენენ მისრატას


ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის მომხრე ჯარებმა ახალი იერიში წამოიწყეს მეამბოხეთა ჯარის წინააღმდეგ ალყაშემორტყმულ ქალაქ მისრატაში, რომელშიც მეამბოხეთა ძალები არიან გამაგრებული. ექიმების თანახმად, წუხანდელი ბრძოლების დროს სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიხოცა. ქალაქი მეამბოხეთა ბოლო სიმაგრეა ქვეყნის დასავლეთში. ის კადაფის ჯარის ალყაშია. დედაქალაქ ტრიპოლიში კადაფის უმცროსი ვაჟის და მისი სამი შვილიშვილის დაკრძალვა მზადდებოდა. რეჟიმის თქმით, ისინი ნატოს თავდასხმისას დაიხოცნენ. კვირას, ტრიპოლიში, დემონსტრანტებმა სამაგიეროს მიზნით, ცეცხლი შეუნთეს ბრიტანეთის და იტალიის დიპლომატიურ შენობებს, რასაც ბრიტანეთის ელჩის ლიბიიდან გასვლა მოჰყვა. თურქეთმა განაცხადა, რომ მან დახურა თავისი საელჩო ტრიპოლიში და თანამშრომლები ტუნისში გაიყვანა.
XS
SM
MD
LG