Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როქსანა საბერი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში შეძლებს ირანის დატოვებას


ირანული წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტი როქსანა საბერი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში შეძლებს ირანიდან გამგზავრებას. ამ შინაარსის განცხადება მისმა ადვოკატმა გააკეთა. საბერი ორშაბათს გაანთავისუფლეს მას შემდეგ, რაც ირანის სააპელაციო სასამართლომ მისი პატიმრობა ორწლიანი პირობითი სასჯელით შეცვალა. მანამდე საბერის 8 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდების საფუძველზე. აშშ უარყოფს ამ ბრალდებას. ციხიდან განთავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველ საუბარში საბერიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მას განთავისუფლებაში დაეხმარა.
XS
SM
MD
LG