Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიამ “ინტელი” მილიარდ სამოცი მილიონი ევროთი დააჯარიმა


ევროპის კავშირმა საკომპიუტერო ჩიპების მწარმოებელი ფირმა, “ინტელ კორპი” დააჯარიმა სარეკორდო თანხით, მილიარდ სამოცი მილიონი ევროთი იმის გამო, რომ მან უკანონო გზით სცადა კონკრუნეციისთვის გვერდის ავლა. “ინტელის” ხელშია მსოფლიოს კომპიუტერების მიკროპროცესორების ბაზრის 80 პროცენტი. ევროკომიისიამ განაცხადა, რომ “ინტელმა” დაარღვია ევროკავშირის კანონი კონკურენციის შესახებ, როცა გაყიდვის მეთოდებს მიმართა იმ მიზნით, რომ უფრო მცირე კონკურენტისთვის, “ეი-ემ-დისთვის” ბაზრისკენ გზა გადაეღობა. ამის შედეგად “ეი-ემ-დის” მილიონობით მომხმარებელი ზარალს განიცდიდა წლების განმავლობაში.
XS
SM
MD
LG