Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოზარ სუბარი: დაკავებულ ხუთ პირს ცემის და წამების ნიშნები აქვთ


მუხროვანის ინციდენტის გამო დაკავებულ რამდენიმე ადამიანთან ომბუდსმენის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ხუთ პირს ცემის და წამების შედეგად სერიოზული დაზიანებები აღენიშნება. სოზარ სუბარის ცნობით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ამჟამად ძებნილი კობა ოთანაძის ძმა, ნუგზარ ოთანაძე. თავის მხრივ, შსს-მ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილმა ნუგზარ ოთანაძემ დაკავებისას სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია და გაქცევა სცადა, რის შედეგადაც სხეულის მცირე ტრავმა მიიღო.
XS
SM
MD
LG