Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ლიდერი ვაშინგტონში მიემგზავრება


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. ეს ამ ქვეყანაში მისი პირველი ვიზიტი იქნება პრემიერის თანამდებობის დაკავების შემდეგ. როგორც ვიზიტის დაწყებამდე განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა, ნეტანიაჰუს ვიზიტმა ხელი უნდა შეუწყოს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესს, რასაც საბოლოოდ პალესტინელთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალბება უნდა მოჰყვეს. თავად ნეტანიაჰუ აქამდე მხარს არ უჭერდა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ისეთ მოგვარებას, რომლის ნაწილი პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნა იქნებოდა. ვაშინგტონი, პირიქით, გადაჭრით ემხრობა ამ ვარიანტს. აშშ-ის პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთან ბენიამინ ნეტანიაჰუს შეხვედრა ორშაბათს უნდა გაიმართოს.
XS
SM
MD
LG