რადიო თავისუფლების დილის პროგრამას სტუმრობდა მუსიკოსი, "ალტერვიზიის" ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი აჩიკო გულედანი. აჩიკო გულედანი სამდღიან ფესტივალზე ლაპარაკობდა, რომელიც თბილისში, შარდენის ქუჩაზე და იპოდრომზე ჩატარდა,ხსნიდა მის მიზნებს და ამოცანებს და სამომავლო გეგმებსაც ყვებოდა.