Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში კავკასიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი დისკუსია მიმდინარეობს


გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის შუამავლობით, ჟენევაში კავკასიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსია მიმდინარეობს. დღეს მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ რუსეთის და მის მიერ აღიარებული სამხრეთ ოსეთის დელეგაციები, რომლებმაც ორშაბათს კონსულტაცია შეაჩერეს. დღესვე დისკუსიაში ჩარეთო აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენელი, მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაეროს გენერალური მდივნის ახალი მოხსენების ერთი დეტალი გაავრცელა. კერძოდ, გაეროში რუსეთის წარმომადგენლობის ცნობით, ბან კი მუნის მოხსენებაში აფხაზეთი საქართველოს ნაწილად აღარ მოიხსენიება. თავის მხრივ, გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია პროპაგანდის ნაწილად შეაფასა. კახა ლომაიამ რუსთავი 2-ს განუცხადა, რომ გაეროს გენერალური მდივნის მოხსენება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეჭვქვეშ არ აყენებს
XS
SM
MD
LG