Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ოქროს პალმის რტო" მიხაელ ჰანეკეს ერგო


კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი - "ოქროს პალმის რტო" - ერგო ცნობილ ავსტრიელ რეჟისორს, მიხაელ ჰანეკეს, ფილმისათვის ”თეთრი ბაფთა.” შავ-თეთრი ფილმი ნაცისტური ტერორის სათავეებზე მოგვითხრობს. გრან-პრი მიიღო ფრანგი რეჟისორის, ჟაკ ოდიარის ფილმმა ”წინასწარმეტყველი.” მსახიობებს შორის დაჯილდოვდნენ შარლოტ გინზბურგი - ლარს ფონ ტრიერის ფილმ ”ანტიქრისტეში” განსახიერებული როლისთვის - და კრისტოფ ვალცი, რომელიც თამაშობს კვენტინ ტარანტინოს ფილმში ”ინგლორიოს ბასტერდს.”
XS
SM
MD
LG