რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს სტუდიაში სახალხო ფრონტის ლიდერი, ფილოლოგი ნოდარ ნათაძე სტუმრობდა, რომელიც 26 მაისის ისტორიულ მნიშნელობაზე და დღევანდელ სიტუაციაზე ლაპარაკობდა. მისი აზრით, მთავარი პრობლემა, რომელიც საპროტესტო მოძრაობას 80-იანი წლების ბოლოდან დღემდე ახლავს ის არის, რომ ხალხი ლიდერებს არ სთხოვს სამოქმედო პროგრამას. მიუხედავად ამისა, ნოდარ ნათაძის აზრით, პოლიტიკურმა კულტურამ ამ ხნის განმავლობაში საგრძნობლად მოიმატა.
ამავე თემაზე