ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიგდორ ლიბერმანი პოლიციამ დაჰკითხა უკვე მეხუთედ, თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ. საქმე, რომელსაც იძიებენ, უკვე ათი წლისაა. ის ეხება ლიბერმანის ბიზნესს. ეჭვი აქვათ დანაშაულზე, რომელიც ქრთამის აღებას და სხვა კორუპციულ ქმედებას ეხება. ლიბერმანი უარყოფს კანონის დარღვევას.