Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰელსინკიში გაიმართა ფინეთის და რუსეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა


ჰელსინკიში გაიმართა ფინეთის და რუსეთის პრემიერ-მინისტრების, მატტი ვანჰანენის და ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკება. მოლაპარაკების ერთ-ერთ მთავარ თემად ასახელებენ “ჩრდილოეთის ნაკადად” წოდებული გაზსადენის მშენებლობას. ჩვენი რადიოს კორესპონდენტის ცნობით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ. მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პერს-კონფერენციაზე პუტინმა განაცხადა, რომ ევროპაში გაზის ტრანზიტი შესაძლოა ისევ შეჩერდეს ივნისში ან ივლისში, თუ უკრაინა არ გადაიხდის რუსეთიდან მიღებული გაზის საფასურს. საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსის ცნობით, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა იური პროდანმა დღეს განაცხადა, რომ კიევი გაისტუმრებს მაისის ვალს საამისოდ განკუთვნილი ვადის ამოწურვამდე.
XS
SM
MD
LG