Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოში კვლავ საქართველოზე იმსჯელებენ


ვენაში, ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომა დღეს საქართველოს საკითხს განიხილავს. ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი პაატა გაფრინდაშვილი ქვეყნის დეოკუპაციის, რუსეთის მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობის და ეუთოს მისიის გაგრძელების საკითხებს დასვამს. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მოითხოვს, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი პოლიტიკურ-სამართლებრივი რეალობა გაითვალისწინონ. რუსი დიპლომატი მიიჩნევს, რომ ეუთოს და გაეროს მისიათა მანდატების გაგრძელება მხოლოდ საკითხისადმი პრაგმატულად მიდგომის შემთხვევაშია შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG