Accessibility links

პოლონეთში 1989 წლის მოვლენების მეოცე წლისთავს აღნიშნავენ


პოლონეთში აღნიშნავენ ხელისუფლებაში ოპოზიციური მოძრაობა "სოლიდარობის" მოსვლის მეოცე წლისთავს. ბალტიის ზღვისპირა ქალაქ გდანსკს ესტუმრნენ ლეხ ვალენსა - "სოლიდარობის" მაშინდელი ლიდერი - და ვაცლავ ჰაველი, რომელიც სათავეში ედგა ჩეხოსლოვაკიაში 1989 წელს მოწყობილ "ხავერდოვან რევოლუციას". (მოგვიანებით ერთიც და მეორეც თავიანთი ქვეყნების პრეზიდენტები გახდნენ). 1989 წლის 4 ივნისის არჩევნების შედეგად პოლონეთი გახდა სოციალისტური ბანაკის პირველი ქვეყანა, სადაც სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობის რეალური საშუალება მიეცათ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, უწინარესად, პროფკავშირ "სოლიდარობას", რომელიც შემდგომ მრავალმილიონიან მოძრაობად ჩამოყალიბდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG