ავღანეთში, სავარაუდოდ, თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად, თვით თავდამსხმელის გარდა, სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა. აფეთქება პაკისტანთან საზღვრის მახლობლად, ქალაქ სპინ ბოლდაკში მოეწყო. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაცია, რომ აფეთქებამ 4 სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა, პოლიციამ შეასწორა. პოლიციის პრეს-მდივნის თქმით, დაჭრილია 8 ადამიანი.