Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამაბადში თვითმკვლელმა თავდამსხმელმა პოლიციელები მოკლა


პაკისტანის დედაქალაქში თვითმკვლელმა თავდამსხმელმა იერიში მოაწყო პოლიციის სადგურზე, მოკლა, სულ ცოტა, ორი პოლიციელი, დაჭრა რამდენიმე. აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია, მაგრამ თალიბანს გამოთქმული აქვს მუქარა, რომ პაკისტანის დიდ ქალაქებში იერიშების მოწყობით უპასუხებს ექსტრემისტების წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო ოპერაციას ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მდებარე სვატის ხეობასა და მიმდებარე რეგიონებში.
XS
SM
MD
LG