Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიმოშენკო საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს საპრეზიდენტო არჩევნებზე


უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ დღეს სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ თავის კანდიდატურას წამოაყენებს მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ამ განცხადებამდე გავრცელებული ინფორმაციით, წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ უარი თქვა ტიმოშენკოს ბლოკთან კოალიციის შექმნაზე. პრეზიდენტ იუშჩენკოსთან დაპირისპირებული ტიმოშენკოს გუნდის წევრებმა მოლაპარაკებები გამართეს ყოფილ პრემიერ-მინისტრ იანუკოვიჩის “რეგიონების პარტიასთან” კოალიციის შესაქმნელად, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდებოდა კონსტიტუციის შეცვლა და პრეზიდენტად იანუკოვიჩის არჩევა. იმავდროულად, ტიმოშენკო პრემიერ-მინისტრის პოსტზე დარჩებოდა. მაგრამ იანუკოვიჩმა უარყო ეს იდეა. მან განაცხადა, რომ სურს ძალაში დარჩეს სისტემა, რომლის შესაბამისადაც, ხალხი ირჩევს პრეზიდენტს. საპრეზიდენტო არჩევნები 2010 წლის იანვარში უნდა გაიმართოს.
XS
SM
MD
LG