Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ, გერმანია და საფრანგეთი გამოხატავენ შეშფოთებას ირანის ვითარების გამო


ევროპის კავშირის წამყვანმა ქვეყნებმა, გერმანიამ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ ღრმად არიან შეშფოთებული ირანში, სადაო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარების გამო. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კუშნერმა განაცხადა, რომ ხელისუფლების “სასტიკი, რეპრესიები პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, კარს უხურავს დიალოგს. კუშნერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ირანის ხელისუფლება ძალადობით ვერაფერს მიაღწევს. ბერლინში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ირანის მიერ პროტესტის ჩახშობა არჩევნების შემდეგ, “მიუღებელია”.
აშშ-ის ვიცე- პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა ეჭვი გამოთქვა ირანის პრეზიდენტის კვლავ არჩევის თაობაზე. ერაყის პრეზიდენტმა, ჯალალ თალაბანიმ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადს.
XS
SM
MD
LG