Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბენიტა ფერერო-ვალდნერი ბელორუსიას ეწვევა


ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისარი ბენიტა ფერერო-ვალდნერი ბელორუსიას ეწვევა, რათა ხელი შეუწყოს ამ ქვეყანაში პოლიტიკური რეფორმების გატარებას. ლუქსემბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ფერერო-ვალდნერმა განაცხადა, რომ მინსკს 22 ივნისს ესტუმრება პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მიწვევით. ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ევროპის კავშირთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ბელორუსიას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი. ბელორუსიის ხელისუფლებას დასავლეთი ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებსა და არასამართლიანი არჩევნების ჩატარებაში ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG