Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმი გაეროს მეთვალყურეთა გასვლის ფორსირებას არ აპირებს


აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება რეგიონიდან გაეროს მისიის წარმომადგენელთა გასვლის პროცესის დაჩქარებას არ აპირებს. რუსულ საინფორმაციო სააგენტოებს დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განუცხადა, რომ მისიისთვის მანდატის შეწყვეტის შემდეგ, მას დაფინანსებაც შეუწყდება, ამიტომ, რაიმე დამატებითი ზომების მიღება საჭირო არ არის. შამბას შეფასებით, გაეროს სადამკვირვებლო მისიის შეწყვეტა აფხაზეთს არაფრით დააზარალებს, რადგან სოხუმისთვის გარანტია მოსკოვთან კავშირი და აფხაზეთში რუსი სამხედროების ყოფნაა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აფხაზეთიდან გაეროს მეთვალყურეთა წასვლა რეგიონში მყოფი რუსული სამხედრო კონტინგენტის საქმიანობასა და არსებულ ვითარებაზე არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს. საგენტო რია-ნოვოსტის მოჰყავს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის შეფასება იმის თაობაზე, რომ გაეროს მისიამ აფხაზეთში სტაბილიზაციის პროცესში განსაკუთრებული როლის შესრულება ვერ შეძლო.
XS
SM
MD
LG