Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები ამ ფორმატის ერთგულნი რჩებიან


ჟენევის ფორმატით მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებმა - რომლებიც გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირს წარმოადგენენ - განაცხადეს, რომ ერთგულნი რჩებიან ამ მოლაპარაკებისა და კვლავაც ატიურად აპირებენ მასში მონაწილეობას. თანათავმჯდომარეები არიან: ეუთოდან - ხარალამპოს ხრისტოპულოსი, გაეროდან - იოჰან ვერბეკე, ევროპის კავშირიდან - პიერ მორელი. ვენაში გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ელჩები წერენ, რომ ჟენევის მოლაპარაკება ერთადერთი ფორუმია, რომლის ფარგლებშიც კონფლიქტში დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ხვდებიან და მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. "ჟენევის მოლაპარაკება ერთადერთი საშუალებაა სამი მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციისთვის - გაეროსთვის, ეუთოსა და ევროპის კავშირისთვის, - მჭიდრო თანამშრომლობის გზით ხელი შეუწყონ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამკვიდრებას", ნათქვამია განცხადებაში.
XS
SM
MD
LG